ოფიციალურად: ვარდი
Aa
Aa

ოფიციალურად: ვარდი "ლესტერში" რჩება!

ბრიტანული გამოცემის theguardian-ის ცნობით, "ლესტერის" ფორვარდი ჯეიმი ვარდი კლუბს ახალი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა. 

ხელშეკრულება 4 წელიწადზე იქნება გათვლილი და მას ხელი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოეწერება. 

"ორივე მხარე იმედოვნებს, რომ ამ განცხადებით, არსებულ სპეკულაციებს ბოლო მოეღება". - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ვარდის ხელში ჩაგდება არაერთ ევროპულ გრანდს სურდა, განსაკუთრებით აქტიური კი ლონდონის "არსენალი" გახლდათ.

29 წლის ვარდი "კინგ პუერ სთედიუმზე" 2012 წელს მივიდა და მას შემდეგ 133 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები