იტალიური პრესა:
Aa
Aa

იტალიური პრესა: "მილანი" ზლატანს 2 კვირაში წარადგენს

როგორც ჩანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის ბრძოლაში გამარჯვებული მალე გამოვლინდება და ეს მისი ძველი გუნდი „მილანი“ იქნება.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, „როსონერი“ თავისი დაარსებიდან 120 წლის იუბილეს 15 დეკმებერს აღნიშნავს და იქამდე რამდენიმე საათით ადრე ზლატან იბრაჰიმოვიჩის წარდგენა სურს.

როგორც ცნობილია, იბრას აგენტი მინო რაიოლა მილანში იმყოფებოდა და სავარაუდოდ კონტრაქტის დეტალებზე მან კლუბთან უკვე განიხილა.

წყაროს ცნობით, ზლატანი „მილანთან“ 1.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა მას 2020 წლის ზაფხულში გუნდის დატოვების უფლება ექნება.

რამდენიმე დღის წინ, იბრასთვის ბრძოლას „ტოტენჰემი“ გამოეთიშა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოურინიომ ამ თემაზე საჯაროდ ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ ზლატანის შეძენის სურვილს „ნაპოლიც“ ადასტურებს, 28 წლის შვედი დიდი ალბათობით კარიერას „სან სიროზე“ განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები