60 ქულა 30 წუთსა და 41 წამში! ჯეიმს ჰარდენი მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა!
Aa
Aa

60 ქულა 30 წუთსა და 41 წამში! ჯეიმს ჰარდენი მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა!

„ჰიუსტონმა“ გამთენიისას „ატლანტას“ უმსაპინძლა და 158:111 დაამარცხა. შეხვედრაში რეკორდის ავტორი გახდა ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც 60 ქულის ჩაგდება შეძლო.

„ბაბუაწვერამ“ 60 ქულა საწყის 3 მეოთხედში შეძლო! მას ამისთვის 30 ქუთი და 41 წამი დასჭირდა!

მსგავსი რამ აქამდე მხოლოდ კობი ბრაიანტსა და კლეი ტომპსონს აქვთ გაკეთებული.

რაც შეეხება 60-ქულიან მატჩს, ეს ჰარდენის კარიერაში მე-4 თამაშია, რომელშიც ის 60 ქულის ჩაგდებას ახერებს. ამ მაჩვენებლით ის ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა. ისტორიაში მათზე წინ მხოლოდ კობი ბრაიანტი (ექვსი 60 ქულიანი მატჩი) და უილტ ჩემბერლენი (32 სამოც ქულიანი მატჩი) არიან.

ამ გამარჯვების შემდეგ „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციაში 13 მოგებითა და 6 მარცხით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები