Aa
Aa

შენგელიას 9 ქულა და "ბასკონიას" მარცხი "ანდორასთან"

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ანდორასთან“ სტუმრად 82:97 დამარცხდა.

თოკომ პარკეტზე 25:05 წუთი დაჰყო. მისი მოანაგარი 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.

ნატურალიზებულმა ქართველმა მეტ ჯენინგმა კი 12 ქულის ჩაგდება შეძლო.

ვიტორიელთათვის ეს ჩემპიონატში მე-6 მარცხი იყო. გუნდი სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

„ბასკონია“ მომდევნო ტურში საკუთარ კედლებში „ბადალონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები