Aa
Aa

"ინდიანას" 5 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - ბითაძეს კვლავ მცირე დრო მისცეს

NBA-ს მორიგიშეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, რომელიც „ფილადელფიასთან“ სტუმრად 116:119 დამარცხდა.

გოგამ პარკეტზე 5:21 წუთი გაატარა. მისი მონაგარი მხოლოდ 2 მოხსნა იყო. ბითაძემ მხოლოდ ერთხელ ესროლა, ისიც სამქულიანი, რომელიც გაუცუდდა.

სამწუხაროა, რომ „პეისერსის“ სამწვრთნელო შტაბი ბითაძეს ბოლო შეხვედრებში არ ენდობა და სათამაშოდ ზედმეტად მცირე დროს აძლევს.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯოელ ემბიდი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და 23 ქულა, 11 მოხსნა მიითვალა.

ნამდვილი საოცრება იყო ბენ სიმონსი, რომელმაც 14 წამში „ინდიანას“ 3 ბურთი ჩაუჭრა და გათანაბრების საშუალება არ მისცა. მან ჯამში 15 ქულა, 13 გადაცემა და 4 ჩაჭრა გაიფორმა.

5 მატჩიანი მოგებათა სერიის დასრულების შემდეგ „ინდიანა“ მომდევნო შეხვედრას 3 დეკემბერს „მემფისთან“ სტუმრად ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები