მუხლებზე დავარდა და ატირდა -
Aa
Aa

მუხლებზე დავარდა და ატირდა - "ვესტ ჰემის" 33 წლის მეკარეს პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა!

პრემიერლიგის მე-14 ტურში „სტემფორდ ბრიჯს“ „ვესტ ჰემი“ ესტუმრა და მოულოდნელად „ჩელსი“ 1:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ქროსუელის გოლით „ჩაქუჩებმა“ 3 მატჩიან წაგებათა სერია შეწყვიტეს და როგორც იქნა მოიგეს, „ჩელსიმ“ კი ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, შეხვედრაში მთავარი მოქმედი პირი სტუმართა 33 წლის მეკარე დევიდ მარტინი იყო.

მარტინს ამ საღამოს პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა! მას აქამდე ინგლისის უმაღლეს ლიგაში ნათამაშები არ ჰქონდა. ის ძირითადად ჩემპიონშიფში და პირველ ლიგაში ასპარეზობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ის მუხლებზე დავარდა და ატირდა. თანაგუნდელები კი მას ამ მეტად ემოციურ დებიუტს ულოცავდნენ.

მარტინს „ჩელსის“ წინააღმდეგ 6 „სეივი“ ჰქონდა, რაც მის ემოციურ დებიუტს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მარტინი მამასთან მივიდა და გადაეხვია

ჩელსი 0:1 ვესტ ჰემი - მატჩის მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები