Aa
Aa

"ლესტერმა" ფასი დაასახელა - "არსენალის" მთავარი სამიზნე ბრენდან როჯერსია

უნაი ემერის დათხოვნის შემდეგ, ლონდონის „არსენალი“ მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. „მეთოფეებმა“ რამდენიმე კანდიდატი უკვე შეარჩიეს და ახლა მათ გადმოსაბირებლად გადამწყვეტი სამუშაო მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, „მეთოფეები“ ბრენდან როჯერსის, კარლო ანჩელოტის, მაურისიო პოჩეტინოს, მასიმილიანო ალეგრის, ნუნო ეშპირიტუ სანტუს, მიკელ არტეტასა და პატრიკ ვიეირას კანდიდატურებს განიხილავენ.

ბრიტანული Telegraph-ის ცნობით, „არსენალისთვის“ ნომერ პირველი კანდიდატი „ლესტერის“ ამჟამინდელი თავკაცი ბრენდან როჯერსია.

როჯერს გაწვრთნილი „მელიები“ ჩინებულად ასპარეზობენ და პრემიელრიგაში 13 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვთ. გუნდი ამჟამად მეორე პოზიციაზე იმყოფება და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთსაც თამაშობს.

წყაროს ცნობით, „ლესტერმა“ „არსენალს“ როჯერსის გადასაბირებლად ფასი დაუსახელა. „კანონირებს“ 14 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

ამ ეტაპზე რაიმეზე გადაჭრით საუბარი რთულია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები