ევროლიგაში რეკორდი დამყარდა! შეინ ლარკინმა 49 ქულა ჩააგდო!
Aa
Aa

ევროლიგაში რეკორდი დამყარდა! შეინ ლარკინმა 49 ქულა ჩააგდო!

ევროლიგის მე-11 ტურში „ეფესმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და 104:75 გაანადგურა. შეხვედრაში ერთი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.

მასპინძელთა კალათბურთელმა შეინ ლარკინმა ევროლიგის რეკორდი დაამყარა! მან ერთ შეხვედრაში ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი 49 ქულა ჩააგდო.

ლარკინმა 7-დან 5 ორქუიანი მოათავსა, 12-დან 10 სამქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო გამოიყენა. ამ ყველაფერს მან 4 მოხსნა და 5 გადაცემაც დაუმტა.

შეინ ლარკინის შედეგამდე ეს რეკორდი 4 კალათბურთელს ეკუთვნოდა, რომლებსაც ერთ შეხვედრაში 41 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული.

რეკორდის დამყარებასთან ერთად ლარკინმა კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა. ენდრიუ გუდლოქსის სამქულიანების რეკორდი - ერთ შეხვედრაში 10 ზუსტი სამიანი.

აქვე გეტყვით, რომ ლარკინი და „ეფესი“ ევროლიგის მომდევნო ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ ესტუმრება.

როგორც მოგეხსენებათ, ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი ევროლიგის 10 ტურის შემდეგ, ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა სიას ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები