Aa
Aa

"ამის დედაც, მიდით ბიჭებო" - „ენფილდის" კოშმარი - რა თქვეს მესიმ და ვალვერდემ შესვენებაზე?

„Barca Studios“-მა „ბარსელონას“ 2018-19 წლების სეზონის შესახებ დოკუმენტური სერიალი Matchday გადაიღო, რომელიც Rakuten TV-ზე გადის. ხსენებული დოკუმენტური სერიალის მეშვიდე ეპიზოდში „ლივერპულთან“ და „ვალენსიასთან“ განცდილ ფიასკოზეა აქცენტი გაკეთებული.

მერსისაიდელებთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, ხორდი ალბამ ექიმი მოითხოვა, რაც კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ გახლდათ. ერნესტო ვალვერდემ კი თავის შეგირდებს ასე მიმართა: „როცა ისინი პრესინგს თამაშობენ და მოედნის ცენტრალურ ნაწილზე კონცენტრირდებიან, პრობლემები გვექმნება და ფლანგებზე ბურთი ვერ გადაგვაქვს. ფლანგებზე თავისუფალი ზონები უნდა მოძებნოთ და სწრაფი პასები გავაკეთოთ. აგრესიულ პრესინგსაც უნდა მოვუკლოთ. ყოველთვის, როცა აგრესიულ პრესინგს ვიყენებთ, ისინი კონტრშეტევებზე სახიფათოდ გვიტევენ. ზონები უნდა ამოკეტოთ და სადაც საჭიროა იქ უნდა იყოთ! ამის დედაც, მიდით ბიჭებო“!

ვალვერდეს მონოლოგს აპლოდისმენტები მოჰყვა. მთავარი მწვრთნელის შემდეგ კი სიტყვით ლიონელ მესი გამოვიდა: „მიდით, მიდით! მოდით მაგრად დავიწყოთ და უპირატესობა მოვიპოვოთ. ვიცი, რომ შეგვიძლია. მოდით ნუ დავიმალებით. კარისკენ დარტყმები გავაგრძელოთ და გოლს გავიტანთ. ჩვენ გოლი უნდა შევქმნათ“.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულთან“ მატჩის დაწყებამდე „ლა პულგამ“ თანაგუნდელებს რომში განვითარებული მოვლენების შესახებ შეახსენა: „ის წაგება ჩვენი ბრალი იყო. ეს არ უნდა დავივიწყოთ. რომში წაგება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალი იყო და სხვა არავისი! იგივე არ უნდა განმეორდეს. ჩვენ მიზნამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ“!

თასის ფინალი „ვალენსიას“ წინააღმდეგ

„ვალენსიასთან“ პირველი ტაიმის 2-0 წაგების შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ თავისი გუნდი შეაგულიანა: „დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ უნდა იასპარეზოთ. მთავარი ჟინია. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ და ყველაფერი დროის ამბავია. გოლს აუცილებლად გავიტანთ". ესპანელი სპეციალისტის გარდა „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ხერარდ პიკემაც მიმართა: „გოლს გავიტანთ და ისინი ჩაი****ენ. გოლი უნდა გავიტანოთ. 70-ე ან 75-ე წუთიც რომ იყოს მნიშვნელობა არ აქვს. გოლი ყველა ვარიანტში უნდა გავიტანოთ. ისინი შეცდომებს აუცილებლად დაუშვებენ“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები