მათეუსი:
Aa
Aa

მათეუსი: "ამჟამად ლევანდოვსკი რონალდუზე და მესიზე უკეთესია"

ლეგენდარული ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ ამ წუთისთვის რობერტ ლევანდოვსკი ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე მაღლა დგას.

მათეუსმა "ბაიერნის" ფეხბურთელის შესახებ კომენტარი Bild-თან გააკეთა და აღნიშნა: "რობერტი მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი თავდამსხმელია. ის ფორმის პიკში იმყოფება, შესანიშნავი ტექნიკით გამოირჩევა და გოლის გატანის გასაოცარი ალღო აქვს.

ამ დონეზე მოასპარეზე ლევანდოვსკის ვერავინ გაუტოლდება. ვერც მესი და ვერც რონალდუ. ეს უკანასკნელი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო 11 ფეხბურთელის ჩემეულ ვერსიაშიც არაა.

ჩემთვის ლევანდოვსკი ნომერ პირველია".

შეგახსენებთ, რომ პოლონელი საოცარ სეზონს ატარებს. "ბაიერნის" მაისურით მან 20 შეხვედრაში 27 გოლი შეაგდო ბოლო მატჩში კი 31 წლის ცენტრფორვარდმა პოკერი მიითვალა და "ცრვენა ზვეზდას" გულშემატკივრები დაამწუხრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები