ახალი კონტრაქტი ვალვერდეს - ურუგვაელის გამოსასყიდი თანხა 750 მილიონი ევროა
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი ვალვერდეს - ურუგვაელის გამოსასყიდი თანხა 750 მილიონი ევროა

ფედერიკო ვალვერდე "რეალიდან" წასვლას არ აპირებს. Marca-ს ინფორმაციით ურუგვაელმა ნახევარმცველმა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და ესპანურ გრანდს თავისი მომავალი 2025 წლამდე დაუკავშირა. 

ვალვერდე 21 წლისაა და უკვე „ლოს ბლანკოსის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. ზიდანი მას ხშირად ენდობა და ფედერიკო ფრანგი სპეციალისტის ავანსებს თითქმის ყოველთვის ამართლებს. ბოლო პერიოდში ურუგვაელი შესანიშნავად გამოიყურება და მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გასაკვირი არავისთვის ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მიხედვით ვალვერდეს გამოსასყიდი თანხა 750 მილიონი ევრო გახლავთ.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელმა „რეალის“ მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.

აქვე გეტვით, რომ ცოტა ხნის წინ „რეალთან“ კონტრაქტი კაზემირომ და ტონი კროოსმაც გაახანგრძლივეს, ხოლო „სამეფო კლუბის“ ნახევარდაცვის კიდევ ერთ ლიდერს, ლუკა მოდრიჩს „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებთან ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები