Aa
Aa

"შაპეკოენსე" ტრაგედიის სამი წლისთავიდან ერთი დღით ადრე ბრაზილიის ჩემპიონატიდან გავარდა

2016 წლის 29 ნოემბერს „შაპეკოენსე“ კოპა სუდამერიკანას" მატჩისთვის კოლუმბიაში მიემგზავრებოდა, როცა მისმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და უდიდესი ტრაგედია დატრიალდა.

2019 წლის 28 ნოემბერს, ტრაგედიის სამი წლისთავიდან ერთი დღით ადრე კი „შაპეკოენსე“ ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონს დაემშვიდობა. გამთენიისას „შაპე“ საკუთარ კედლებში „ბოტაფოგოსთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და სერია ა-ში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა.

მატჩის შემდეგ „შაპეკოენსეს“ კაპიტანმა, დუგლასმა ემოციები ვერ შეიკავა, გულშემატკივრებს ფეხბურთელების სახელით ბოდიში მოუხადა და სთხოვა, რომ ამ ურთულეს მომენტში ერთიანობა გამოეჩინათ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს მომხდარი ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 81 მგზავრიდან, 76 ემსხვერპლა, რომელთაგანაც 20 ფეხბურთელი იყო, ხოლო 21 ჟურნალისტი. ტრაგედიას შემდეგ სულ 6 ადამიანი გადარჩა, თუმცა ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობასთან ერთად, საწვავის ნაკლებობა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები