ისტორიული მატჩი -
Aa
Aa

ისტორიული მატჩი - "მეფე" აბდულ-ჯაბარის, მელოუნის და კობის კომპანიას შეუერთდა!

„ნიუ ორლეან პელიკანსთან“ მოგებულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსი კარიმ აბდულ-ჯაბარის, კარლ მელოუნისა და კობი ბრაიანტის კომპანიას შეუერთდა. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთითა და 26 წამით ადრე „მეფემ“ სამქულიანი ჩააგდო და NBA-ს ისტორიაში მეოთხე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 33000-ქულიანი ნიშნული გადალახა.

„პელიკანსის“ წინააღმდეგ ჯეიმსმა 29 ქულა გაიფორმა, რის შემდეგაც მის ანგარიშზე 33008 ქულაა. „მეფე“ ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. მესამე პოზიციაზე კი 33643 ქულით კობი ბრაიანტი იმყოფება

აღსანიშნავია, რომ ლებრონისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, „ლეიკერსმა“ „ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგობა მხოლოდ მეოთხე მეოთხედში გატეხა და საბოლოოდ 114-110 იმარჯვა. „მეფემ“ 29 ქულასთან ერთად 11 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო „ეიდიმ“ აქტივში 41 ქულა, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა.

„პელიკანსთან“ გამარჯვება „ლეიკერსისთვის“ მიმდინარე სეზონში მე-16 აღმოჩნდა. ლოს-ანჯელესელები დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები