Aa
Aa

"მალმიოს" ულტრასებმა ზლატანის ქანდაკებას ცეცხლი წაუკიდეს

„მალმიოს“ ახალ და ძველ სტადიონს შორის მდებარე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქანდაკება ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. შვედური გუნდის ულტრასმა ქომაგებმა მას ჯერ უნიტაზის საჯდომი და ნაგვის ტომარა ჩამოაცვეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

„მალმიოს“ გულშემატკივრებმა რადიკალურ ქმედებებს „იბრას“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიმართეს. რამდენიმე საათის წინ ზლატანი თავისი ყოფილი კლუბის მოსისხლე მტრის, „ჰამარბის“ თანამფლობელი გახდა, რამაც „მალმიოს“ ქომაგები განარისხა.

„ჰამარბის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში 38 წლის თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებას „მალმიოსთან“ საერთო არაფერი აქვს, თუმცა როგორც ჩანს შვედი გულშემატკივრები სხვა აზრზე არიან.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველების თქმით დამნაშავეებმა ქანდაკებასთან რამდენიმე მეტრში რასისტული შინაარსის წარწერაც დატოვეს.

აქვე გეტყვით, რომ „მალმიოს“ ოფიციალური ფანკლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, კავე ჰოსინპურმა განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩმა სიტუაცია არასწორად შეაფასა. ჰოსინპურის თქმით „მალმიოს“ გულშემატკივრები თავიანთი კუმირის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ განარისხა და ზოგიერთმა მათგანმა „იბრას“ არჩევანს იდიოტურიც უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები