გოგამ 11 წუთი ითამაშა -
Aa
Aa

გოგამ 11 წუთი ითამაშა - "ინდიანამ" ზედიზედ მეოთხედ მოიგო

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში იმარჯვა. გამთენიისას 20 წლის ქართველი ცენტრის გუნდი "იუტა ჯაზს" დაუპირისპირდა და მეტოქეს 121-102 სძლია.

დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტთან მატჩში გოგამ პარკეტზე 11 წუთი და 32 წამი გაატარა, რა დროშიც აქტივში 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ბითაძემ 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

"იუტასთან" შეხვედრაში "ინდიანას" 23-23 ქულით საბონისმა და უორენმა ულიდერეს. მალკოლმ ბროგდონმა გუნდს 22 ქულა შესძინა. ჯერემი ლემბმა 18 ქულა დააგროვა, ხოლო ტი ჯეი მაკკონელი 12 ქულას დასჯერდა.

 

"ჯაზმენებთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ინდიანას" ანგარიშზე 11 მოგება და 6 წაგებაა. "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე პოზიციას იკავებს და "ფილადელფიას" მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება.

ბითაძის გუნდს წარმატებული სერიის გაგრძელების კარგი შანსი აქვს. მომდევნო შეხვედრას "ინდიანა" კვლავ საკუთარ კედლებში გამართავს და "ატლანტა ჰოუქსს" შეერკინება, რომელსაც გამარჯვება დიდი ხანია არ უზეიმია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები