BILD: ჰავერცის აგენტი
Aa
Aa

BILD: ჰავერცის აგენტი "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ლევერკუზენის“ 20 წლის გერმანელი ტალანტის კაი ჰავერცის მიმართ ინტერესს უამრავი გრანდი იჩენს და სავარაუდოდ ის „ფარმაცევტებში“ ბოლო სეზონს ატარებს.

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი ადასტურებს, რომ ჰავერცის პირადი აგენტი მოლაპარაკებებს „ბარსელონასთან“ აწარმოებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ კატალონიელთა გარდა ფეხბურთელის შეძენა კიდევ 6 გუნდს სურს და ისინი მათთანაც საუბრობენ.

ჰავერცი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია და ძირითადად მოედნის ცენტრში თამაშობს. 1.89 სიმაღლის შუახაზელმა გასულ სეზონში ბრწყინვალე თამაშით დიდი ყურადღება მიიპყრო.

წყაროს ცნობით, ჰავერცისთვის ბრძოლაში სხვების ფონზე დიდ უპირატესობას „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ ფლობენ. მოსალოდნელია, რომ 20 წლის ტალანტი კარიერას რომელიმე მათგანის რიგებში გააგრძელებს.

ტრანსფერის სავარაუდო თანხად 130 მილიონი ევრო სახელდება.

„ლევერკუზენის“ პირველ გუნდში ჰავერცმა 121 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 23 გოლი და 21 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები