Aa
Aa

"მბაპე აქ რჩება და ამით ეს თემა უნდა დავასრულოთ", - ლეონარდომ "რეალს" ცივი შხაპი გადაასხა

„რეალისა“ და მბაპეს სატრანსფერო საგა კიდევ დიდ ხანს არ დასრულდება და სავარაუდოდ მადრიდელ ქომაგებს საკმაოდ ბევრის მოცდა მოუწევთ.

ესპანური Sport-ის ცნობით, პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო აცხადებს, რომ მბაპე კლუბში რჩება და სხვა საკითხი უბრალოდ არც განიხილება.

„მბაპე აქ რჩება და ამით ეს თემა უნდა დავასრულოთ. ის არსად მიდის და 100%-ით პსჟ-ს ფეხბურთელი იქნება, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.

კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ნელ-ნელა წინ მიიწევს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ წინ მივდივართ“.

ლეონარდომ ზიდანის კომენტარზეც ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, ზიზუმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ მბაპე ძალიან უყვარს.

„მან ეს ნადვილად თქვა? არ ვიცი, არ მინახავს“, - ასე მოკლედ დაასრულა ლეონარდომ.

ესპანური პრესა წერდა, რომ 2020 წლის ზაფხულში მბაპეს „რეალში“ გადასვლა გარდაუვალი იყო, რადგან ფრანგმა პსჟ-ს მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა და მისი გახანგრძლივება არ მოისურვა.

ამ მხრივ პარიზელთა რიგებში ცვლილებებია. კლუბი პრაქტიკულად 100%-ით არის დარწმუნებული, რომ სეზონის ბოლოს ნეიმარი წავა. მისი კონტრაქტიდან გამოთავისუფლებულ თანხებს კი ისინი მბაპეს ახალ ხელშეკრულებას მოახმარენ, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები