2019 წლის Golden Boy-ის გამარჯვებული ჟოაო ფელიქსი გახდა
Aa
Aa

2019 წლის Golden Boy-ის გამარჯვებული ჟოაო ფელიქსი გახდა

2019 წლის „გოლდენ ბოის“ გამარჯვებული მადრიდის „ატლეტიკოს“ პორტუგალიელი შემტევი ჟოაო ფელიქსი გახდა.

20 წლის ფელიქსმა „დორტმუნდის“ ინგლისელი გარემარბი ჯეიდონ სანჩო და „ზალცბურგის“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰალანდი ჩამოიტოვა.

ჟოაო ფელიქსი 2019 წლის ზაფხულში 113 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „ბენფიკადან“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეუერთდა და ანტუან გრიზმანის შემცვლელის როლი მოირგო.

ლისაბონურ კლუბში ბრწყინვალედ ჩატარებულმა სეზონმა მას „გოლდენ ბოის“ ნომინაცია მოუტანა. გასულ სეზონში ფელიქსს „ბენფიკას“ რიგებში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემა ჰქონდა შესრულებული.

მიმდინარე სეზონში „ატლეტიკოს“ მაისურით მან ყველა ტურნირზე 13 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები