როგორ წამოიწყო ბურთის მომტანმა ბიჭუნამ
Aa
Aa

როგორ წამოიწყო ბურთის მომტანმა ბიჭუნამ "ტოტენჰემის" საგოლე შეტევა

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ტოტენჰემმა“ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ მხიარული და უხვგოლიანი გამოდგა. „დეზები“ 0:2-ს აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ „ქამბექი“ დადეს და ჟოზე მოურინიომ თავისი მეორე შეხვედრაც მოიგო.

ამ გამარჯვების ერთ-ერთი არც თუ ისე უმნიშვნელო მონაწილე ბურთის მომტანი ბიჭუნა გახდა, რომელმაც 50-ე წუთზე ჰარი კეინის ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის შეტევა წამოიწყო.

 

ბიჭმა ბურთი ორიეს ძალიან სწრაფად მიაწოდა, რომელმაც ლუკას მოურას ფლანგზე გააყოლა და ბრაზილიელმაც გამჭოლი გადაცემით კარის ხაზთან კეინი მოძებნა. ინგლისელმა რა თქმა უნდა, მომენტი გოლით დააგვირგვინა.

გოლის გასვლის შემდეგ, მალევე მოურინიო ბიჭთან მივიდა, გადაეხვია და მადლობა გადაუხადა. ამ კადრებმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა.

მოურინიომ ბიჭის შესახებ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა: „მიყვარს ჭკვიანი ბურთის ბიჭუნები. ბავშვობაში მეც შესანიშნავი ბურთის მომტანი ბიჭი ვიყავი. მან თამაში კარგად აღიქვა და დახმარებაც გაგვიწია.

ის აქ უბრალოდ თამაშის საყურებლად არ იყო მოსული. მატჩის შემდეგ მინდოდა გასახდელში ჩამეყვანა, მაგრამ სადღაც გაქრა".

ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, „ჩელსის“ შემტევმა მეისონ მაუნტმა მისი ბავშვობა გაიხსენა, როდესაც ის „ჩელსის“ ბურთის მომტანი ბიჭუნა იყო და იმ დროს ლონდონელებს მოურინიო წვრთნიდა:

„ერთი ფაქტი რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია იყო მოურინიოს მითითება ბურთის შეგნებულად ნელა გადაგდებაზე. ის მოვიდა და გვითხრა, რომ როდესაც „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იგებდა, ჩვენ მეტოქისთვის ბურთი სწრაფად არ უნდა მიგვეცა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები