აივერსონმა ყველა დროის საუკეთესო ხუთეული დაასახელა
Aa
Aa

აივერსონმა ყველა დროის საუკეთესო ხუთეული დაასახელა

ალენ აივერსონი საკალათბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას „ეიაის“ ყველა დროის საუკეთესო ხუთეულის მისეული ვერსიის დასახელება სთხოვეს. ალენის პასუხს კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აივერსონის ყველა დროის საუკეთესო ხუთეულში სტეფ კარი, კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი და შაკილ ონილი მოხვდნენ. „ეიაის“ მიერ სტეფ კარის მეჯიქ ჯონსონზე წინ დაყენებამ სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაშფოთა, თუმცა აივერსონმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა და განაცხადა, რომ სტეფმა NBA ზუსტად ისე შეცვალა, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ალენ აივერსონმა გააკეთა. გარდა ამისა „ეიაიმ“ დასძინა, რომ იგი კარის დიდი გულშემატკივარია და სტეფი ყველა დროის საუკეთესო მსროლელი გახლავთ.

ალენ აივერსონი დიდების დარბაზის წევრია და კარიერაში საშუალოდ 26.7 ქულას, 3.7 მოხსნასა და 6.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „პასუხი“ ყველა ვარსკვლავის მატჩის 11 გზის მონაწილე და 2001 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები