Aa
Aa

"მანჩესტერი" ჰოლანდის შეძენას ზამთარში შეეცდება

„მანჩესტერ იუნაიტედი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და ინგლისური გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი გახლავთ.

The Times-ის ინფორმაციით „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები „ზალცბურგს“ წინადადებით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიმართავენ. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გაძლიერებაზეა ფოკუსირებული და მზადაა 19 წლის ცენტრფორვარდის სანაცვლოდ დიდი თანხები გაიღოს.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ დაახლოებით 60 მილიონი ფუნტი ტრანსფერის გასაჩარხად საკმარისი უნდა იყოს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დღესდღეობით ჰოლანდი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია და სავარაუდოდ „ზალცბურგი“ შექმნილ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს. ავსტრიელებს ახალგაზრდა ვარსკვლავის სანაცვლოდ მინიმუმ 75 მილიონი ფუნტის მიღება სურთ.

„ზალცბურგმა“ ჰოლანდი 4.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ნორვეგიელი ცენტრფორვარდი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და 16 მატჩში 22 გოლი აქვს შეგდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები