სატრანსფერო ბომბი!
Aa
Aa

სატრანსფერო ბომბი! "ბარსელონა" ნეიმარის შემცვლელს ეძებს!

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხნის წინ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ კლუბის ბრაზილიელ შემტევ ნეიმარს, ახალი კონტრაქტი შესთავაზა(რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს), კატალონიელები მიმდინარე ზაფხულს ფეხბურთელის დაკარგვას მაინც არ გამორიცხავენ. ყველასთვის ცნობილია, რომ ნეიმარს ანაზღაურების სახით გაცილებით მეტის მიღება სურს, სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელმა სხვა კლუბებიდან მიღებული წინადადებებიც განიხილოს.

როგორც "El Mundo Deportivo" იუწყება, "ბარსელონა" ნეიმარის შემცვლელს ეძებს და ერთი ასეთი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს. ბრაზილიელი თავდამსხმელის წასვლის ემთხვევაში, კატალონიური კლუბი, "იუვენტუსის" არგენტინელი შემტევის, პაოლო დიბალას შეძენას ეცდება.

რამდენად შეელევა, ტურინული კლუბი საკუთარ ტალანტს რთული სათქმელია, თუმცა თავად ფეხბურთელისთვის, "ბარსელონას" მხრიდან დაინტერესება რომ საკმაოდ დიდი ცდუნებაა, ეს ფაქტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები