Aa
Aa

"ლივერპულთან" მარცხის შემდეგ მესი ნეიმარს დაუკავშირდა - "მინდა რომ დაბრუნდე"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ, ლიონელ მესი ნეიმარს დაუკავშირდა და "კამპ ნოუზე" დაბრუნება შესთავაზა.

France Football იუწყება, რომ „ლა პულგამ“ „ნეის“ Whatsapp-ის მეშვეობით შეტყობინება გაუგზავნა, რომლის ტექსტიც ფრანგულმა გამოცემამ გაასაჯაროვა.

„ჩემპიონთა ლიგის მოგებას მხოლოდ ერთად შევძლებთ. მინდა რომ დაბრუნდე".

„მე ორი წლის შემდეგ წავალ და შენ მარტო დარჩები, შენ ჩემს ადგილს დაიკავებ“.

საინტერესოა, რომ ამ შეტყობინების მიხედვით "ლა პულგამ" "ბლაუგრანა" მომდევნო სეზონის ბოლოს უნდა დატოვოს. რაც შეეხება ნეიმარს, მას "ბარსელონაში" დაბრუნება ზაფხულში სურდა.  კატალონიური პრესის ინფორმაციით ბრაზილიელს გადაწყვეტილება არ შეუცვლია და კვლავ „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებაზეა ორიენტირებული.

თავის მხრივ პსჟ „ნეის“ გაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. ფრანგული გამოცემების ცნობით პარიზელები უახლოეს მომავალში ნეიმართან მოლაპარაკებებს დაიწყებენ და მის დაყოლიებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები