Mundo Deportivo - ოქროს ბურთს მესი მოიგებს
Aa
Aa

Mundo Deportivo - ოქროს ბურთს მესი მოიგებს

Mundo Deportivo იტყობინება, რომ ლიონელ მესი ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია. კატალონიურ გამოცემას საინტერესო არგუმენტი მოჰყავს, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ პრესტიჟულ ჯილდოს არგენტინელი დაისაკუთრებს.

***

„ტრადიციულად საუკეთესო მოთამაშეს ოქროს ბურთს France Football გადასცემს. პროტოკოლის მიხედვით დაჯილდოების ცერემონიამდე ფრანგული გამოცემის წარმომადგენლები ჩადიან ქალაქში, სადაც ოქროს ბურთის გამარჯვებული ცხოვრობს. ისინი მასთან ინტერვიუს წერენ და ფოტოსურათებს იღებენ, რომლებსაც დაჯილდოების ცერემონიის მომდევნო დღეს გამოცემულ გაზეთში იყენებენ.

როგორც Mundo Deportivo-სთვის გუშინ გახდა ცნობილი France Football-ის წარმომადგენლები ბარსელონაში გაემგზავრნენ, რათა მესისთან ინტერვიუ ჩაწერონ. Mundo Deportivo მესის გარემოცვას დაუკავშირდა. მათ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ, თუმცა არც უარყვიათ“ - წერს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა 2 დეკემბერს გახდება ცნობილი. მესის გარდა პრესტიჟული ჯილდოს დასაკუთრების შანსი კრიშტიანუ რონალდუსა და ვირჯილ ვან დეიკს აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები