მომენტი, როცა ხავიერ აგირემ 15 წლის მესის თამაში ნახა -
Aa
Aa

მომენტი, როცა ხავიერ აგირემ 15 წლის მესის თამაში ნახა - "მესი პატარა თაგვს ჰგავდა"

ხავიერ აგირემ ლეო მესისთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა. „ლეგანესის“ მთავარმა მწვრთნელმა სატელევიზიო გადაცემა El Chiringuito-ში სტუმრობისას გაიხსენა მომენტი, როცა მესის თამაში ცოცხლად პირველად ნახა. აგირეს თქმით მაშინ „ლა პულგა“ 15 წლის იყო.

„ოსასუნას მთავარი მწვრთნელი ვიყავი და სევილიას წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა. ანდალუსიაში სევილიას ბაზაზე ვვარჯიშობდით, როცა გავიგე, რომ იქვე ბარსელონასა და სევილიას ახალგაზრდულ გუნდებს უნდა ეთამაშათ.

ჩემთან ჩემი ასისტენტი მოვიდა და მეუბნება: „ხავიერ წამოდი, ბარსელონასა და სევილიას ახალგაზრდული გუნდები თამაშობენ და ერთი ჯუჯაა, რომლის თამაში აუცილებლად უნდა ნახო.

ჩემს ასისტენტს დავთანხმდი და მესის გამოსვლა ცოცხლად პირველად ვიხილე. მან ბურთი მიიღო და... გოლი გაიტანა. შემდეგ იგივე მოხდა და კიდევ ერთი ბურთი შეაგდო. მოკლედ მან საწყის 10 წუთში 3 გოლი გაიტანა... ლეოს გრძელი თმა ჰქონდა და პატარა თაგვს ჰგავდა, მაგრამ საოცრად თამაშობდა“.

აქვე გეტყვით, რომ აგირე მესის დიდი გულშემატკივარია და "ლა პულგას" მიმართ საქებარ სიტყვებს არასდროს იშურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები