Aa
Aa

ვილა: "გუარდიოლა სიტიში წარმატებას აუცილებლად მიაღწევს"

„ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელი, დავიდ ვილა დარწმუნებულია, რომ პეპ გუარდიოლა „სიტიში“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ესპანელმა თავდამსხმელმა ყოფილი მწვრთნელის შესახებ Mirror-თან ისაუბრა და განაცხადა.

„ნორმალურია, რომ გრანდები და მწვრთნელები ჩემპიონთა ლიგაზე არიან ორიენტირებულები, რადგან ეს ტურნირი საკლუბო დონეზე ნომერ პირველია. პეპ გუარდიოლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და გასაკვირი არაა, რომ მისი მიზანი ყველა ტიტულის დასაკუთრებაა.

„ქალაქელებს“ ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგიათ და გასაგებია, რატომ არიან „სიტი“ და გუარდიოლა ამ ტურნირის მოგების სურვილით შეპყრობილი.

ჩემპიონთა ლიგის თასის დასაკუთრება ადვილი ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა მჯერა, რომ გუარდიოლა წარმატებას აუცილებლად მიაღწევს, რადგან იგი შესანიშნავი სპეციალისტია“.

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუარდიოლას ყოფნისას „ქალაქელები“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არცერთხელ გასულან. „სიტი“ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას მიმდინარე სეზონში შეეცდება და ვილას სჯერა, რომ „ქალაქელები“ პროგრამა მინიმუმს შეასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები