Aa
Aa

"იუვენტუსი" ზამთარში ერიქსენის გადაბირებას შეეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ კრისტიან ერიქსენის გადაბირებას აპირებს და დანიელი ფეხბურთელის შეძენას უახლოეს მომავალში შეეცდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით „ბიანკონერის“ ხელმძღვანელები ერიქსენთან მოლაპარაკებების დაწყებას ზამთარში გეგმავენ. „ბებერი ქალბატონი“ 27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერს აქტიურად განიხილავს, თუმცა რთული დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს.

ერიქსენის საკუთარ რიგებში ხილვით „რეალი“ ინტერესდება. თანაც „ტოტენჰემის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს დანიელი ფეხბურთელის გაშვების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს.

მოკლედ ტურინულ გრანდს მიზნის მიღწევა გაუჭირდება, მაგრამ იტალიურ გამოცემას თუ დავუჯერებთ „იუვენტუსი“ ბოლომდე იბრძოლებს.

აქვე გეტყვით, რომ ერიქსენს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „დეზებმა“ მას ხელშეკრულების გახანგრძლივება რამდენჯერმე შესთავაზეს, მაგრამ კრისტიანისგან უარი მიიღეს.

ბრიტანული პრესის მიხედვით ჟოზე მოურინიოს ფაქტორი ბევრ რამეს შეცვლის და შესაძლოა 27 წლის ნახევარმცველმა ლონდონში დარჩენაც გადაწყვიტოს. თანაც პორტუგალიელი სპეციალისტი დანიელს სამომავლო გეგმების თაობაზე უკვე გაესაუბრა და მოგვიანებით განაცხადა: „ერიქსენს “ტოტენჰემი“ უყვარს და ის ერთ-ერთი ჩვენგანია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები