Aa
Aa

NBA-ში დონჩიჩი და დინუიდი გამოარჩიეს

NBA-ის მიმდინარე სეზონის მეხუთე კვირის საუკეთესო მოთამაშეებად „დალას მავერიქსის“ უკანახაზელი, ლუკა დონჩიჩი და „ბრუკლინ ნეთსის“ გამთამაშებელი, სპენსერ დინუიდი დაასახელეს.

დონჩიჩის ფენომენალური ასპარეზობის წყალობით „დალასმა“ 4-დან 4 შეხვედრა მოიგო და „სან ანტონიოს“, „გოლდენ სტეიტს“, „ჰიუსტონს“ და „კლივლენდს“ სძლია. 20 წლის სლოვენიელი ოთხივე მატჩში შეუდარებელი იყო და საშუალოდ 37 ქულას, 11.8 შედეგიან გადაცემას და 8.5 მოხსნას აგროვებდა.

დონჩიჩმა „სპურსისა“ და „უორიორსის“ წინააღმდეგ სამმაგი დუბლი გაიფორმა. „კავსთან“ და „როქეთსთან“ კი ორმაგ დუბლს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ლუკა კვირის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში პირველად დაასახელეს.

რას შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელს, სპენსერ დინუიდიმ გასული 4 შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და თავის გუნდს 3 მატჩი მოაგებინა. ამ პერიოდში „ნეთსის“ უკანახაზელი საშუალოდ 25.3 ქულას, 3.5 მოხსნას, 6.8 შედეგიან გადაცემას და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები