პოგბა მიდის? სულშერი მზადაა 26 წლის ფრანგს შეელიოს?
Aa
Aa

პოგბა მიდის? სულშერი მზადაა 26 წლის ფრანგს შეელიოს?

პოლ პოგბა კარიერის მადრიდის „რეალში“ გაგრძელებაზეა ორიენტირებული და სურს „სამეფო კლუბს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შუერთდეს.

ესპანური გამოცემა Cope იუწყება, რომ უახლოეს მომავალში პოგბა ოცნების ასრულებას კიდევ ერთხელ შეეცდება და შესაძლოა ამჯერად ყველაფერი გამოუვიდეს. საქმე ის გახლავთ, რომ ოლე გუნნარ სულშერი მზადაა ფრანგ სუპერვარსკვლავს შეელიოს.

Cope-ის ინფორმაციით ნორვეგიელმა სპეციალისტმა პოზიცია შეცვალა და პოგბას გაყიდვას აღარ გამორიცხავს. ამავე ტაბლოიდის ცნობით „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები 26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 128 მილიონ ფუნტს მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ პოგბა 30 სექტემბრის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. მას კოჭი აწუხებს. ფრანგი მოედანზე დაბრუნებაზე უარს აცხადებს, რადგან არ სურს გარისკოს და ტრავმა გაუმიზეზდეს. თუმცა როგორც ჩანს ხსენებული დაზიანება ჯიმი ბატლერთან ერთად კალათბურთის თამაშისას ხელს არ უშლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები