დიბალა რონალდუზე და მესიზე:
Aa
Aa

დიბალა რონალდუზე და მესიზე: "მოედანზე ისინი მონსტრები არიან"

პაულო დიბალამ EL Pais-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა.

***

კრიშტიანუს ტრანსფერი: „ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ ეროვნულ ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელის მხარდამხარ ვთამაშობ და ტრანსფერის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელთან ასპარეზობის საშუალება საკლუბო დონეზეც მომეცა. ვფიქრობ ეს ჩემთვის ძალიან კარგია. მე შემიძლია მათ ყოველდღიურად დავაკვირდე. ვის არ უნდა რონალდუსა და მესის ერთად თამაში?! ჩვენ თანამედროვე ფეხბურთის ორ ფენომენზე ვსაუბრობთ. ისინი სხვებზე ერთი ან ორი თავით მაღლა დგანან".

ურთიერთობა მესისთან და რონალდუსთან: „კრიშტიანუსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან ხშირად ვსაუბრობ და ზოგჯერ ჩვენი დიალოგი დიდხანს გრძელდება. ძირითადად სანაკრებო ფეხბურთზე და იუვეზე ვლაპარაკობთ, თუმცა ხანდახან არასაფეხბურთო თემებსაც ვეხებით. ლეოსთან მიმართებითაც ყველაფერი ზუსტად ასეა. ჩვენ დროს ერთად ხშირად ვატარებთ და ბანქოს ვთამაშობთ“.

მესისა და რონალდუს დახასიათება: „მოედნის მიღმა ისინი ჩუმი ადამიანები, ხოლო მოედანზე ნამდვილი მონსტრები არიან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები