კლოპი: „მესი ამ თაობის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ოქროს ბურთს ვან დეიკი იმსახურებს“
Aa
Aa

კლოპი: „მესი ამ თაობის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ოქროს ბურთს ვან დეიკი იმსახურებს“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი თვლის, რომ წლეულს ოქროს ბურთი ვირჯილ ვან დეიკმა უნდა მოიგოს. გერმანელი სპეციალისტი ლიონელ მესის დიდი გულშემატკივარია, მაგრამ მიაჩნია, რომ გასულ სეზონში უკეთ ვირჯილმა იასპარეზა.

„თუ ოქროს ბურთს ამ თაობის საუკეთესო ფეხბურთელს ვაძლევთ, მაშინ ყოველ წელს მესიმ უნდა გაიმარჯვოს. მაგრამ თუ გასული სეზონის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ ოქროს ბურთს ვან დეიკი იმსახურებს.

ვინაა საუკეთესო ფეხბურთელი? - ლიონელ მესი. ვინაა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი? - ვირჯილ ვან დეიკი. რეალობა ასეთია და ვნახოთ საბოლოოდ რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ბოლოს ოქროს ბურთი 2015 წელს მოიგო. ვან დეიკს კი შანსი აქვს კანავაროს შემდეგ პირველი უკანახაზელი გახდეს, რომელიც პრესტიჟულ ჯილდოს დაისაკუთრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები