Aa
Aa

"სწრაფი სექსი" - ლაუტარო კონტეს პოზიციას იზიარებს

ლაუტარო მარტინესი „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სიტყვებს გამოეხმაურა. არგენტინელს კონტეს განცხადება სასაცილოდ მოეჩვენა, თუმცა როგორც ჩანს იტალიელი სპეციალისტის პოზიციას ისიც იზიარებს.

DAZN-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - გაეცინა თუ არა მას კონტეს განცხადების მოსმენისას, ლაუტარომ ასე უპასუხა: „დიახ! ჩვენ ვარჯიშებისას თავდაუზოგავად შრომა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ როცა სახლში ვართ უნდა დავისვენოთ... ზუსტად ისე, როგორც კონტე ამბობს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ინტერის“ თავკაცმა თავის შეგირდებს სწრაფი სექსით დაკავება ურჩია.

ჩემს მოთამაშეებს ვურჩევ, რომ სექსი რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში ჰქონდეთ. ეს მინიმალური ძალის გამოყენებით გააკეთონ და გამოიყენონ პოზა, რომელშიც პარტნიორის ქვემოდან იქნებიან. სასურველია ეს საკუთარ მეუღლეებთან გააკეთონ, რადგან სხვებთან მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ“.

როგორც ჩანს კონტე „სკუდეტოს“ დასასაკუთრებლად ყველაფერს აკეთებს და უკან დახევას არ აპირებს. აქვე გეტყვით, რომ „ნერაძური“ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „იუვენტუსს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები