NBA - დონჩიჩს ვერ აჩერებენ -
Aa
Aa

NBA - დონჩიჩს ვერ აჩერებენ - "კლიპერსმა" "პელიკანსი" გაანადგურა

ჰიუსტონი - დალასი 123 – 137

„დალას მავერიქსი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს, რაც დიდწილად ლუკა დონჩიჩის ფენომენალური ასპარეზობის დამსახურებაა. 20 წლის სლოვენიელმა თავი ამჯერად „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ გამოიჩინა და შეხვედრა 41 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 6 პასით დაასრულა.

20 წლის სლოვენიელი ABA-სა და NBA-ის გაერთიანების შემდეგ მეოთხე კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 30 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გაიფორმა. გარდა ამისა დონჩიჩი ოსკარ რობერტსონის გარდა ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც სეზონის საწყისი 16 მატჩის შემდეგ საშუალოდ 30 ქულაზე, 10 მოხსნაზე და 9 პასზე მეტს აგროვებს.

დონჩიჩის გარდა 31 ქულით ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორი გამოირჩა. კრისტაპს პორზინგისმა აქტივში 23 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო ფინი-სმიტი 12 ქულასა და 10 მოხსნას დასჯერდა.

„ჰიუსტონს“ 29 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. რასელ უესტბრუკმა 27 ქულა დააგროვა, ხოლო კლინტ კაპელამ 19 ქულა და 22 მოხსნა მიითვალა.

კლიპერსი - პელიკანსი 134 – 109

ლოს-ანჯელეს „კლიპერსმა“ მიჯრით მეხუთე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას დოკ რივერსის გუნდი „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია.

„კლიპერსს“ 34 ქულითა და 12 მოხსნით მონტრეზლ ჰერელმა ულიდერა. კავაი ლეონარდმა 25 ქულა დააგროვა, თუმცა 19-დან 7 ბურთი ჩააგდო, ხოლო პოლ ჯორჯმა უფრო ცუდად იასპარეზა და 20 სროლიდან მხოლოდ 6 გამოიყენა.

„პელიკანსის“ მხრიდან საუკეთესო ბრენდონ ინგრემი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა გაიფორმა. ჯრუ ჰოლიდეი 18 ქულით გამოირჩა, ეტუან მური კი 17 ქულას დასჯერდა.

ნიუ იორკი - ბრუკლინი 101 – 103

ვაშინგტონი - საკრამენტი 106 – 113


დენვერი - ფინიქსი 116 - 104

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები