Aa
Aa

აზარი მბაპეს აქებს - "რეალში მბაპეს მოყვანა რომ შემეძლოს"...

ედენ აზარს მადრიდის "რეალში" კილიან მბაპეს მხარდამხარ თამაში სურს და თვლის, რომ ფრანგ შემტევს შეუძლია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხხბურთელი გახდეს.

"სამეფო კლუბის" სუპერვარსკვლავმა 20 წლის ახალგაზრდის შესახებ Le Parisien-თან ისაუბრა და განაცხადა: "რეალში მბაპეს მოყვანა რომ შემეძლოს, ის რამდენიმე დღეში მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა.

დღესდღეობით დიდი პოტენციალი ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს, მაგრამ თუ კილიანი ასე თამაშს გააგრძელებს არამხოლოდ მსოფლიოში, არამედ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.

20 წლის ასაკში "ლილთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გავხდი, მაგრამ სტატისტიკის მხრივ მბაპესა და ჩემი შედარება არ შეიძლება. მე ეტაპობრივად ვპროგრესირებდი, მბაპე კი 20 წლის ასაკში უკვე პიკში იმყოფება".

შეგახსენებთ, რომ უცხოური გამოცემები დიდი ხანია მბაპეს "სამეფო კლუბს" უკავშირებენ. "ბლანკოსი" კილიანის გადაბირებას სერიოზულად განიხილავს და თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ მზადაა მის სანაცვლოდ რეკორდული თანხა, 300 მილიონი ევროც გაიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები