Aa
Aa

გაუგებრობა "არსენალში" - "მთავარი პრობლემა გუნდის თავკაცია"

„არსენალს“ სერიოზული პრობლემები აქვს და ბრიტანული პრესის მიხედვით უნაი ემერისთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, როგორც ფეხბურთელებს, ასევე კლუბის ხელმძღვანელებს გაუჩნდათ.

Daily Mail-ის ინფორმაციით „მეთოფეების“ მესვეურთა ნაწილი თვლის, რომ ესპანელმა სპეციალისტმა დაკავებული პოსტი უნდა დატოვოს. Telegraph-ის ცნობით კი „არსენალის“ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა უნაი ემერის რწმენა დაკარგა. მათ აღარ სჯერათ, რომ ესპანელ სპეციალისტთან ერთად "მეთოფეები“ სეზონის გადარჩენას და საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას შეძლებენ.

Telegraph-ის მიხედვით ემერის მიერ შერჩეული სასტარტო შემადგენლობა, ტაქტიკა და გუნდისთვის მიცემული ინსტრუქციები ფეხბურთელთა შორის დიდ გაუგებრობას იწვევს. ამასთან ერთად მოთამაშეები თვლიან, რომ ემერისეული „არსენალი“ სხვებისგან არაფრით გამოირჩევა და თავისი იდენტობა არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელთა შორის ესპანელს მხარდაჭერები ჯერ კიდევ ჰყავს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რიცხვი უფრო და უფრო მცირდება.

The Telegraph ანონიმური წყაროს კომენტარსაც აქვეყნებს, რომელიც აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა გუნდის თავკაცია და „არსენალში“ აღარავის სჯერა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები