Aa
Aa

2011 წლის შემდეგ პირველად - ესპანეთის ნაკრებმა დევისის თასი მოიგო!

ესპანეთის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასი მეექვსედ მოიგო.

ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდა და ესპანელები მისი პირველი გამარჯვებულები გახდნენ. ფინალში მათი მეტოქე კანადა იყო.

გამარჯვება ესპანელებს ოფიციალურად რაფაელ ადალმა გაუფორმა, რომელმაც დენის შაპოვალოვს 6:3, 7:6 (9:7) სძლია და თავისი ქვეყანა 2011 წლის შემდეგ პირველად გააჩემპიონა.

ტურნირი მადრიდში 18-24 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა და მასში 18 ნაკრები მონაწილეობდა. გუნდები 6 სამგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ, საიდანაც თითო გამარჯვებულის გარდა პლეი-ოფში 2 საუკეთესო მეორეადგილოსანიც გავიდა.

ესპანელებმა ჯგუფში რუსეთსა და ხორვატიას აჯობეს. მეოთხედფინალში კი არგენტინას, ნახევარფინალში დიდ ბრიტანეთს და როგორც უკვე მოგახსენეთ ფინალში კანადას სძლიეს.

აქვე გეტყვით, რომ რაფაელ ნადალმა და ფელისიანო ლოპესმა დევისის თასი კარიერაში მეხუთედ მოიგეს (2004, 2008, 2009, 2011, 2019).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები