Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა და "ბასკონიას" მორიგი გამარჯვება

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და 85:74 დაამარცხა.

ვიტორიელთა ქართველი ლიდერი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.

თოკო ამჯერად მოკრძალებული სტატისტიკით იყო, რადგან „ბასკონიას“ მისი ბრწყინვალე თამაში არ დასჭირდა. ბასკური კლუბი მე-3 მეოთხედში სოლიდური უპირატესობით იგებდა და მწვრთნელმა სასტარტო ხუთეული დაასვენა.

მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიამ“ სხვაობა შეამცირა და შეხვედრაშიც დაბრუნდა, „ბასკონიამ“ კი დროულად გამოიღვიძა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყავანა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბასკონია“ 5 მოგებითა და 5 მარცხით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები