Aa
Aa

"შეფილდი" 3:3 "მანჩესტერ იუნაიტედი" - ტურის მშვენება და ნამდვილი თრილერი!

პრემიერლიგის მე-13 ტურში „შეფილდმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ადგილობრივმა პუბლიკამ საოცარი მატჩი იხილა.

შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. მასპინძლები ფლეკისა და მუსეტის გოლებით 2:0-ს იგებდნენ და თითქოს „იუნაიტედი“ წასაგებად იყო განწირული.

72-ე წუთზე 19 წლის ბრენდონ უილიამსმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. 77-ე წუთზე 18 წლის მეისონ გრინვუდმა ანგარიში გაათანაბრა. 79-ზე კი მარკუს რაშფორდმა „წითელი ეშმაკები“ წინ გაიყვანა.

7 წუთში „მანკუნიანელებმა“ „ქამბექი“ შემოგვთავაზეს, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 90-ე წუთზე „შეფილდმა“ მაკბარნის გოლით ანგარიში გაათანაბრა.

ამ თრილერის შემდეგ, „იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-9 პოზიციაზეა. „შეფილდი“ კი 18 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები