ემილ ჰესკი ვარდიზე საუბრობს...
Aa
Aa

ემილ ჰესკი ვარდიზე საუბრობს...

ახლო წარსულში ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ემილ ჰესკიმ, რომელიც ამავდროულად "ლესტერის" ლეგენდად ითვლება, ამ გუნდის შემტევ ჯეიმი ვარდიზე ისაუბრა:

"ის კლუბთან ერთად დიდებულად მუშაობს და საქმეს იდეალურად აკეთებს. სწორედ ამ ერთიანობის შედეგია, რომ პრემიერ ლიგის რუკაზე "ლესტერი" ღირსეულად დაბრუნდა. ამ გუნდზე დღეს მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ ვარდიზეც, რომელსაც შეუძლია "კინგ პოუერზე" დარჩენით უდიდესი ვარსკვლავი გახდეს".

"ის ფენომენალური, გუნდის ფასდაუდებელი ფეხბურთელია, მაგრამ თუ "არსენალში" გადავა ითამაშებს ყოველ ტურში? აქ კი ვარდი დიდი ნდობით სარგებლობს". 

"ლესტერისგან" განსხვავებით ლონდონელები აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებენ და აბსოლუტურად სხვა სათამაშო სტილი აქვთ. ვარდი ამ სტილს იდეალურად მოერგო და რთული სათქმელია, იგივე იქნება თუ არა "არსენალში", რომელიც უპირატესობას ბურთის ფლობასა და პოზიციურ შეტევებს ანიჭებს". 

"აქ ეს კაცი ფანებს ძალიან უყვართ და ვიცი, რომ თავს ბედნიერად გრძნობს, ამიტომაც ვერ ვხედავ მიზეზს, რატომაც ლესტერშირი უნდა დატოვოს. ვარდი უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ იგი კლუბის ლეგენდა იქნება". - დაასრულა ჰესკიმ, რომელიც "ლესტერის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამ გუნდში 1994-2000 წლებში თამაშობდა. მისი ექვსწლიანი მონაგარი 140 მატჩი და 54 გოლია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები