Aa
Aa

შერმადინს ვერ აჩერებენ! მორიგი ორმაგი დუბლი, მატჩის MVP და გამარჯვება!

ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარ კედლებში „ბეტისს“ უმასპინძლა და 94:89 დაამარცხა.

კვლავ ბრწყინვალე იყო 30 წლის ქართველი ცენტრი, რომელმაც პარკეტზე 31:57 წუთი გაატარა. მისი მონაგარი 24 ქულა, 11 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.

შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა და მორიგი დიდებული პერფორმანსი შემოგვთავაზა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 იყო და რა თქმა უნდა მატჩის MVP-იც სწორედ ქართველი გახდა.

11-დან 6 ზუსტი ორქულიანი, 15-დან 12 საჯარიმო, 2 დაკარგვა, 2 ფოლი და რაც მთავარია შერმადინის წინააღმდეგ თამაშისას მეტოქე გუნდის კალათბურთელები 11-ჯერ დაჯარიმდნენ.

მოსალოდნელია, რომ ტურის დარჩენილ შეხვედრებში მის მაჩვენებელს სხვა ვერავინ გააუმჯობესებს და ასეთ შემთხვევაში შერმადინი ტურის MVP-ის წოდებასაც მიიღებს.

„ტენერიფეს“ 10 ტურის შემდეგ 6 მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში მათი მეტოქე „ბარსელონა“ (სტუმრად) იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები