NBA Buzz:
Aa
Aa

NBA Buzz: "გახსოვთ უყურადღებოდ დატოვებული გოგა ბითაძე?" ის ახალწვეულებს შორის დაფარებებში საუკეთესოა"

ცნობილმა ამერიკულმა საკალათბურთო გვერდმა NBA Buzz-მა დრაფტის წინა პრესკონფერენცია გაიხსენა, როდესაც გოგა ბითაზე ცალკე იჯდა და ჟურნალისტების მთელი არმია ზაიონ უილიამსონთან იყო მისული.

ვებ გვერდი ამ ცნობილ ფოტოს აქვეყნებს და წერს: „გახსოვთ გოგა ბითაძე „ინდიანას“ არჩევანი, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა უილიამსონის გვერდით უყურადღებოდ დატოვეს?

ბითაძე დებიუტანტებს შორის ამჟამად დაფარებებში ლიდერია, მას საშუალოდ მატჩში 1.8 ბლოკი აქვს, ასევე 6.3 ქულასა და 4.3 მოხსნას აგროვებს“. 

შეგახსენებთ, რომ ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ გამთენიისას საკუთარ კედლებში „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდა და 111:106 გაიმარჯვა.

ბითაძემ პარკეტზე 14:52 წუთი დაჰყო, რა დროშიც მისი მონაგარი 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება იყო. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. პლუს მინუს მაჩვენებლში კი მესამე საუკეთესო შედეგი 15 დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები