ბითაძის 6 ქულა და
Aa
Aa

ბითაძის 6 ქულა და "ინდიანას" მე-9 გამარჯვება

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ საკუთარ კედლებში „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდა და 111:106 გაიმარჯვა.

ბითაძემ პარკეტზე 14:52 წუთი დაჰყო, რა დროშიც მისი მონაგარი 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება იყო. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. პლუს მინუს მაჩვენებლში კი მესამე საუკეთესო შედეგი 15 დააფიქსირა.

გოგას საუკეთესო მომენტები შეხვედრაში

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 25 ქულა, 9 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა. 14 ქულით გამოირჩა ჯერემი ლემბი.

ინდიანაპოლისის ბინადრებმა 15 მატჩში 9 გამარჯვების მოპოვება შეძლეს და ამ მომენტისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.

ნეიტ მაკმილანის გუნდი მომდევნო შეხვედრას კვლავ საკუთარ კედლებში და ამჯერად „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები