Aa
Aa

"ლესტერმა" მოიგო და მე-2 პოზიციაზე აღზევდა - "არსენალის" მიჯრით მე-5 მოუგებელი მატჩი (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-13 ტურში მორიგი ქულები დაკარგა ლონდონის „არსენალმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე არც ისე ძლიერ „საუთჰემპტონს“ ვერ მოუგო და ფრედ 2:2 ითამაშა.

„მეთოფები“ მარცხთან ძალიან ახლოს იყვნენ. „წმინდანები“ მე-8 წუთზე ინგსის გოლით იგებდნენ, თუმცა მე-18 წუთზე ლაკაზეტმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში 71-ე წუთზე „უორდ-პრაუსმა“ სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა.

„არსენალმა“ წაგებული მატჩი გადაარჩინა და 96-ე წუთზე უნაი ემერის გუნდს მხსნელად ისევ ლაკაზეტი მოევლინა.

„კანონირები“ უკვე ზედიზედ 5 მატჩია მოგებას ვერ ახერხებენ. „არსენალი“ 18 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

თავისი მატჩი მოიგო „ლესტერმა“, რომელმაც „ბრაიტონს“ სტუმრად 2:0 სძლია და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის კი არა, უკვე ჩემპიონობისთვის იბრძვის.

აიოზე პერესისა და ჯეიმი ვარდის გოლების შედეგად „მელიებს“ უკვე 29 ქულა აქვთ და მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.

ბრენდან როჯერსი უბრალოდ ბრწყინვალედ მუშაობს და მის ხელში არსებული კოლექტივით უდიდეს შედეგს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები