კონტე:
Aa
Aa

კონტე: "ჩემს მოთამაშეებს ვურჩევ, რომ სწრაფი სექსი ჰქონდეთ"

სანაკრებო პაუზის დროს ანტონიო კონტემ პრესასთან სასაუბროდ მოიცალა.

იტალიელი სპეციალისტი ფრანგულ L’Equpe-სთან საუბრისას ბევრისთვის მოულოდნელ თემას შეეხო და განაცხადა, რომ თავის ფეხბურთელებს სწრაფი სექსით დაკავებას ურჩევს.

ჩემს მოთამაშეებს ვურჩევ, რომ სექსი რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში ჰქონდეთ. ეს მინიმალური ძალის გამოყენებით გააკეთონ და გამოიყენონ პოზა, რომელშიც პარტნიორის ქვემოდან იქნებიან. სასურველია ეს საკუთარ მეუღლეებთან გააკეთონ, რადგან სხვებთან მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ“.

როგორც ჩანს, კონტე ყველაფერს ითვალისწინებს და მიმდინარე სეზონში სერია ა-სთვის ბრძოლას ბოლომდე გეგმავს.

„ინტერი“ „იუვენტუსის“ მთავარი მდევარია და მაურისიო სარის გუნდს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები