სამ დღეში მეორედ დამარცხებული რუსები - MVP შენგელია! თოკო 1500 ქულას გადაცდა!
Aa
Aa

სამ დღეში მეორედ დამარცხებული რუსები - MVP შენგელია! თოკო 1500 ქულას გადაცდა!

თორენიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგაში მორიგი შეხვედრა მოიგო და მისი მთავარი შემოქმედი კვლავ თორნიკე შენგელია იყო.

ვიტორიულმა კლუმა ორივე შემთხვევაში რუსულ გუნდს მოუგო, ჯერ მოსკოვის „ცსკა“-ს, ამჯერად კი სანკტ პეტერბურგის „ზენიტს“.

მატჩი 70:60 დასრულდა. თოკომ პარკეტზე 29:23 წუთი დაჰყო. მისი მონაგარი 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.

თოკოს სამქულიანი

შენგელიამ „ბასკონიას“ ქულების თითქმის მესამედი ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 24 იყო, რის შემდეგაც ქართველი მატჩის MVP გახდა.

ამ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტიც დაფიქსირდა. შენგელია ევროლიგაში 1500 ქულიან ნიშნულს გადააბიჯა.

შენგელიას ბრწყინვალე თამაში ფარქვეშ

„სასკი ბასკონია“ 5 მოგებითა და 5 მარცხით ევროლიგაში ცხრილის შუაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში მათი მეტოქე „პანათინაიკოსი“ იქნება. შეხვედრა ათენში 28 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები