Aa
Aa

"ქუსლებით დარბის და ნელია" - როგორ აფასებდნენ "ლა მასიას" მწვრთნელები 14 წლის ჩავის

ესპანურმა გამოცემა Marca-მ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც „ლა მასიას“ მწვრთნელები 14 წლის ჩავის საფეხბურთო შესაძლებლობებს აფასებენ და მის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ.

შეცდომები სირბილისას - ქუსლებით დარბის (ნელია და სტარტის აღება უჭირს)

ბალანსი - ნორმალური.

კოორდინაცია - კარგი. ის სწორად გადაადგილდება, მაგრამ სისწრაფე აკლია.

მოქნილობა - ნორმალური. ამ კომპონენტში მომატება მართებს.

ტექნიკა - კარგი, მაგრამ ეს კომპონენტი მისი ფორტე არაა. თუმცა საკმარისი ტექნიკა აქვს იმისთვის, რომ ნებისმიერი სიტუაციით ისარგებლოს.

ორგანიზმის გამძლეობა - კარგი. მაღალი დონის ნახევარმცველისთვის დამახასიათებელი.

კუნთების გამძლეობა - კარგი.

სისწრაფე - ნორმალური. ის უფრო მარდი და სწრაფი უნდა გახდეს.

სტარტი - ნორმალური.

ბურთის კონტროლი - შესანიშნავი. მარცხენა ფეხით ბურთს უკეთ უნდა ფლობდეს, რათა ამ კომპონენტში უპირატესობა ბოლომდე გამოიყენოს. ის სისწრაფის ნაკლებობას ბურთის საოცარი კონტროლით ანაცვლებს

დარტყმა - მისაღები. შეტევაში ჩართვა და დარტყა უნდა გააუმჯობესოს (გუარდიოლას მსგავსად).

ბურთის ტარება - ძალიან კარგი. იცის ბურთი როგორ დაიცვას და მას თითქმის არასდროს კარგავს.

დრიბლინგი - კარგი. ამ რესურსს იშვიათად იყენებს, მაგრამ ტექნიკური გადმოსახედიდან დრიბლინგისას ყველაფერს სწორად აკეთებს.

პოზიციონირება მოედანზე - შესანიშნავი. ეს მისი საუკეთესო თვისებაა. ის ყოველთვის იქაა, სადაც უნდა იყოს და თანაგუნდელებს მხარს ყოველთვის უჭერს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები