Aa
Aa

"დაჯგუფების ლიდერი კოკეა, იგი დაკავებულია" - ორი კოკე და ორივე ფეხბურთელი - ტელეარხი დაიბნა...

თუკი ერთ-ერთ პორტუგალიურ ტელეარხ CMTV-ს დავუჯერებთ, "ატლეტიკოს" კაპიტანი, კოკე ნარკოდაჯგუფების წევრია და ნარკოტიკების გასაღებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 

CMTV-მ კოკეს დაკავების შესახებ სწორი ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა ერთი კოკე მეორეში აერია. ტელეარხმა ამ ამბის შესახებ მომზადებული სიუჟეტი "ატლეტიკოს" კაპიტნის კადრებით გადაფარა.

საქმე ისაა, რომ დაკავებული კოკეც ფეხბურთელი იყო, პოლიციამ იგი რამდენიმე დღის წინ მალაგაში, გრანადასა და სევილიაში ჩატარებული რეიდების შედეგად, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავა. 

"სულ 20 ადამიანია დაკავებული, რომელთაც დაახლოებით ერთ ტონამდე ჰაშიში და 700 000 ევრო აღმოაჩნდათ. დაჯგუფების ლიდერი კოკეა, რომელიც ამჟამად მალაგას პოლიციის შენობაში იმყოფება". - აცხადებს რეიდში მონაწილე ერთ-ერთი სამართალდამცავი.

პოლიციის თქმით, ოპერაციის სახელი MasKoke გახლდათ, რაც სწორედ სერხიო კონტრერასის მეტსახელს, კოკეს უკავშირდება. კონტრესასი 36 წლისაა და აქტიური საფეხბურთო კარიერისას, სხვა კლუბებთან ერთად, "მალაგას", "მარსელის",  "რაიოსა" და ლისაბონის "სპორტინგის" რიგებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები