Aa
Aa

იბრა არ გამოდის? - "მილანი" ჟირუზე დაფიქრდა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ, „მილანი“ ოლივიე ჟირუს დამატებაზე დაფიქრდა. ფრანგ ფორვარდს „როსონერის“ მთავარი მეტოქე „ინტერიც“ ეპატიჟება და იტალიური პრესა ზამთარში სერიოზულ ბრძოლას აანონსებს.

წყაროს თანახმად, „იბრას“ გადაბირება რთული საქმე გამოდგა და „შავ-წითლებმა“ ჟირუს შესაძლო ტრანსფერის გზების განხილვა დაიწყეს. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, სატრანსფერო მოლაპარაკებებში უპირატესობა ჯერჯერობით „ინტერის“ მხარესაა.

33 წლის ტანმაღალი შემტევის საკუთარ რიგებში ხილვა „დორტმუნდსაც“ სურს, თუმცა პრესა ჟირუს უფრო სერია A-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებს.

თავად ვეტერან ფორვარდს „ჩელსის“ დატოვება უნდა, რადგან ფრენკ ლამპარდის ფორმაციაში მას მხოლოდ სათადარიგო მოთამაშის როლი აქვს და შეცვლებზეც იშვიათად შემოდის. ჟირუმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 137 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები