Aa
Aa

ზლატანს ახალი მსურველი გამოუჩნდა

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ახალი ფეხბურთელების დამატება არ სურს. თუმცა ბრიტანული პრესა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

The Telegraph-ის ცნობით პორტუგალიელი სპეციალისტი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებაზე გახლავთ ორიენტირებული. „განსაკუთრებული“ „იბრასთან“ ერთად „მანჩესტერში“ მუშაობდა, შვედ ფორვარდთან კარგი ურთიერთობა აქვს და მის შესახებ ყველაფერი იცის.

„ტოტენჰემის“ მესვეურების პოზიციის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა Telegraph-ის მიხედვით ნაკლებად სავარაუდოა მათ მოურინიოს უარი უთხრან.

აქვე გეტყვით, რომ „დეზებს“ მიზნის მისაღწევად „მილანის“ კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. „როსონერი“ საქმეს სერიოზულად უდგება და „იბრას“ გადაბირებას აქტიურად განიხილავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოთხშაბათს ზლატანის აგენტი, მინო რაიოლა მილანში ჩავიდა და შესაძლოა მისი ვიზიტის მიზანი „როსონერის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვა იყოს.

იტალიური პრესის თანახმად „მილანის“ გარდა იბრაჰიმოვიჩის გაფორმებით „ნაპოლიც“ ინტერესდება, თუმცა შვედი ფეხბურთელის მოთხოვნების დაკმაყოფილება მისი ყველა მსურველისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები