Aa
Aa

"მესი შენზე უკეთესია" - როგორ პასუხობდა რონალდუ თანაგუნდელებს

პიტერ კრაუჩმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა. ინგლისელმა გაამხილა თუ რას ამბობდა პორტუგალიელი, როცა "მანჩესტერის" ფეხბურთელები მას აღიზიანებდნენ.

"იუნაიტედის რამდენიმე მოთამაშეს ველაპარაკე და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ვკითხე. მანჩესტერის ფეხბურთელებისგან გავიგე, რომ ისინი რონალდუს ეუბნებოდნენ, რომ მესი მასზე უკეთესია და ამით აღიზიანებდნენ. რონალდუ კი მათ ასე პასუხობდა : "დიახ, მაგრამ მესი ასე არ გამოიყურება".

აღსანიშნავია, რომ კრაუჩმა თავისი რჩეულიც დაასახელა და მესისა და რონალდუს შორის ეს უკანასკნელი გამოარჩია. ინგლისელმა "ბიანკონერის" სუპერვარსკვლავის შესახებ კიდევ ერთი ისტორია გაიხსენა და განაცხადა: "რონალდუს წინააღმდეგ 18 წლის ასაკში მაქვს ნათამაშები. მაშინ ინგლისის 21-წლამდელთა გუნდში ვიყავი და პორტუგალიას დავუპირისპირდით, რომელსაც ფლანგებზე რონალდუ და კუარეჟმა ჰყავდა. მათ ჩვენმა უკანახაზელებმა ვერაფერი მოუხერხეს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები